Julius Baer-ის ყოფილი ხაზინის მართვის ექსპერტი ლუქსიუმს შემოუერთდა

შვეიცარიელი Web3-ის ფინანსური სტრატეგი და ხაზინის წამყვანი ექსპერტი.

სიხარულით გაცნობებთ, რომ სებასტიენ ლაპედრა ოფიციალურად შემოუერთდა ლუქსიუმს.

მას აქვს 18 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსების, საინვესტიციო სტრატეგიის, Treasury-ის მართვის, ბლოკჩეინისა და Web3 ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით.

სებასტიენი შვეიცარიაში აღიარებული სპეციალისტია ბლოკჩეინის ფინანსური არქიტექტურის, ტოკენომიკის, ციფრული აქტივების მართვისა და Web3 ფონდების სტრუქტურირების სფეროში. კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა CFO-ის, Treasury-ის ხელმძღვანელის, ფონდის მმართველისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციებზე არაერთ შვეიცარიულ ბლოკჩეინ ფონდსა და Layer-1 პროექტში, სადაც ხელმძღვანელობდა ფინანსური სტრატეგიის, Treasury-ის, ტოკენომიკის, მმართველობისა და შვეიცარიული მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისი ფინანსური სისტემების შექმნას. 

Web3 ინდუსტრიაში საქმიანობამდე სებასტიენს წარმატებული კარიერა ჰქონდა საერთაშორისო ფინანსურ სექტორში. იგი იკავებდა წამყვან პოზიციებს ისეთ ცნობილ შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიცაა Julius Baer, სადაც ხელმძღვანელობდა FX Quantitative Team-ს, და Swisscanto, სადაც მუშაობდა Senior Quantitative Fixed Income Portfolio Manager-ის პოზიციაზე და მართავდა ინსტიტუციურ საინვესტიციო პორტფელებს. 

მისი პროფესიული მიმართულებები მოიცავს:

• Web3-ის ფინანსურ სტრატეგიასა და ბლოკჩეინ ფონდების სტრუქტურირებას

• Treasury-ის, ლიკვიდობისა და ციფრული აქტივების მართვას

• ტოკენომიკასა და ფინანსური მოდელების შექმნას

• რისკების მართვასა და რაოდენობრივ (Quantitative) ფინანსებს

• ინსტიტუციურ საინვესტიციო სტრატეგიებს

• მრავალ იურისდიქციაში მარეგულირებელ და შესაბამისობის (Compliance) პროცესებს.

Luxium-მში სებასტიენი საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას Treasury-ის სტრატეგიის, ტოკენომიკის, ფინანსური არქიტექტურისა და ინსტიტუციური ფინანსების მიმართულებით გამოიყენებს, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება Luxium-ის გლობალური ეკოსისტემის განვითარების პროცესში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, სებასტიენ Luxium-ის გუნდში!

Julius Baer-ის ყოფილი ხაზინის მართვის ექსპერტი ლუქსიუმს შემოუერთდა