ბლოკჩეინის, AI-ს და ტოკენომიკის ექსპერტი ლუქსიუმს უერთდება

კარდანო ფაუნდეიშენის ყოფილი კონსულტანტი ლუქსიუმს უერთდება!

EPFL-ის (მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი) FinTech მეცნიერ-მკვლევარი, ტოკენომიკის, ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი Luxium-ის გუნდს შეუერთდა!

გლებ კუროვსკი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით გააძლიერებს პროექტს ტოკენომიკის, ბლოკჩეინის ეკონომიკის, გადახდების სისტემების, რაოდენობრივი ფინანსებისა (Quantitative Finance) და ციფრული აქტივების სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.

გლები არის EPFL-ის (École Polytechnique Fédérale de Lausanne) დოქტორანტი მკვლევარი. EPFL მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მისი კვლევები მოიცავს ტოკენომიკას, დეცენტრალიზებულ ფინანსებს (DeFi), ბლოკჩეინის ეკონომიკას, მონეტარულ სისტემებსა და ფინანსურ ინოვაციებს.

ამჟამად იგი შვეიცარიაში მუშაობს რაოდენობრივი ფინანსების (Quantitative Finance) ანალიტიკოსად, სადაც მონაწილეობს MiCA-ს რეგულაციებთან შესაბამისი ტოკენების სტრუქტურირებაში, ინსტიტუციური ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თანამედროვე ბლოკჩეინ ფინანსური სისტემების შექმნაში. ასევე, კონსულტაციას უწევდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს ტოკენომიკის, მმართველობისა და ტოკენების ეკონომიკური მოდელების მიმართულებით, მათ შორის Cardano Foundation-ს.

გლები ასევე არის FinTech-ისა და კრიპტოვალუტების ლექტორი შვეიცარიაში და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ტოკენომიკას, სტეიბლკოინებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კრიპტოინდუსტრიაში და მაკროეკონომიკას.

მისი შემოერთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია Luxium-ის საერთაშორისო გუნდის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ მსოფლიო დონის ექსპერტების გაერთიანებას, რათა შევქმნათ ახალი თაობის ფინანსური ეკოსისტემა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება Luxium-ში, გლებ! ერთად ვქმნით მომავლის ფინანსურ სისტემას.

ბლოკჩეინის, AI-ს და ტოკენომიკის ექსპერტი ლუქსიუმს უერთდება