ლუქსიუმს შემოუერთდა ნატალი ჯახუტაშვილი

ლუქსიუმის გუნდი კიდევ ერთი პროფესიონალით ძლიერდება

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ნატალი ჯახუტაშვილი უერთდება Luxium-ის გუნდს და საქმიანობას დამფუძნებლისა და CEO-ს ოფისში, Executive Assistant-ის პოზიციაზე გააგრძელებს.

ნატალის საქართველოს სატელევიზიო და ჟურნალისტიკის სფეროში თითქმის ათწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა ქვეყნის წამყვან ტელეკომპანიებში, აშუქებდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ეროვნულ მოვლენებს, უძღვებოდა პირდაპირ ეთერებსა და ინტერვიუებს და მუშაობდა გარემოში, სადაც სისწრაფე, პასუხისმგებლობა და ეფექტური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისი მრავალწლიანი გამოცდილება კომუნიკაციის, კოორდინაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართულებით მნიშვნელოვანი დამატებაა Luxium-ისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი საქმიანობა სულ უფრო მეტად გადადის საერთაშორისო მასშტაბზე.

Luxium-ის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი გუნდიც, ადამიანებით რომლებსაც აქვთ გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მზადყოფნა, გახდნენ ჩვენი გლობალური ხედვის ნაწილი.

ლუქსიუმს შემოუერთდა ნატალი ჯახუტაშვილი