ლუქსიუმის უერთდება ბრიტანელი მარკ კონვეი-გრინსლეიდი

ლუქსიუმის უერთდება ბრიტანელი მარკ კონვეი-გრინსლეიდი, სტრატეგიული ტექნოლოგიური მრჩევლის და ლუქსიუმის ექსპერტთა საბჭოს წევრის სტატუსით.

მარკის პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია სწორედ იმ ტექნოლოგიებთან, რომლებზეც მომავლის ფინანსური და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა შენდება.

Casper Association-ში იგი ხელმძღვანელობდა ბლოკჩეინ კვლევისა და განვითარების ცენტრს (R&D), მუშაობდა ბლოკჩეინზე დაფუძნებული საბანკო პლატფორმის არქიტექტურაზე და ქმნიდა Rust-ზე დაფუძნებულ ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიულ ტექნოლოგიებს, მათ შორის ZK Rollup-სა და ZK Light Client-ს.

მანამდე, Casper Labs-ში, მარკი უშუალოდ მუშაობდა პირველი დონის (Layer 1) ბლოკჩეინის განვითარებაზე, მათ შორის Proof-of-Stake კონსენსუსის ტექნოლოგიებზე და ქსელის უსაფრთხოებისა და მდგრადობის სისტემებზე.

ბოლო წლებში მისი საქმიანობა კიდევ უფრო ღრმად გადავიდა კრიპტოგრაფიის, განაწილებული სისტემებისა და ციფრული იდენტობის მიმართულებით. იგი მუშაობდა უსაფრთხო ბიომეტრიული იდენტობის ტექნოლოგიაზე, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ რეგულირებად სტაბილურ კრიპტოვალუტასა და სხვა ახალი თაობის ფინანსურ ტექნოლოგიებზე.

მარკი არის Microsoft-ის სერტიფიცირებული პროგრამული არქიტექტორი და აერთიანებს პროგრამული არქიტექტურის, ბლოკჩეინის, კრიპტოგრაფიისა და ფინანსური ტექნოლოგიების მრავალწლიან გამოცდილებას.

მარკი ჩაერთვება ლუქსიუმის ტექნოლოგიური სტრატეგიის განვითარებაში, მნიშვნელოვანი არქიტექტურული გადაწყვეტილებების შეფასებასა და ჩვენი გლობალური ტექნოლოგიური ხედვის გაძლიერებაში.

Layer 1. კრიპტოგრაფია. ZK ტექნოლოგიები. საბანკო ინფრასტრუქტურა. განაწილებული სისტემები. სწორედ ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანებთან ერთად ვაშენებთ Luxium-ს.

ლუქსიუმის უერთდება ბრიტანელი მარკ კონვეი-გრინსლეიდი