ლუქსიუმს შემოუერთდა მთავარი ბლოკჩეინ არქიტექტორი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ დოქტორი ვლადიმერ სინიაკოვი უერთდება LUXIUM-ის გუნდს Blockchain Architect-ის როლში და ჩაერთვება ჩვენი მთავარი ბლოკჩეინ არქიტექტურის შექმნაში.

ვლადიმირი არის შვეიცარიაში მოღვაწე მათემატიკოსი, მკვლევარი და ბლოკჩეინ არქიტექტორი, რომლის გამოცდილება აერთიანებს Blockchain Architecture-ს, Cryptography-ს, Zero-Knowledge ტექნოლოგიებსა და Formal Verification-ს. 

მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ჯერ კიდევ ბლოკჩეინამდე დაიწყო — ის მუშაობდა International Space Station-ის (ISS) კამერის პროექტზე, Rocket and Space Corporation “Energia”-ში. მოგვიანებით მისი სამეცნიერო კარიერა გაგრძელდა ევროპაში, მათ შორის Max Planck Institute-ში, პარიზის Laboratoire des Signaux et Systèmes-ში და Bundeswehr University Munich-ში. 

ბოლო წლებში მისი მთავარი მიმართულება უკვე ბლოკჩეინია. ის არის zkFold-ის Founder & CTO, სადაც შექმნა დეველოპერებისა და მკვლევრების გუნდი და ხელმძღვანელობდა Zero-Knowledge და blockchain infrastructure მიმართულებების განვითარებას.

მის გამოცდილებაში ასევე შედის Layer-2 scaling solution, Bitcoin ↔ Cardano atomic swaps, Zero-Knowledge circuit programming framework, decentralized token distribution და privacy-preserving payment systems.

ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა.

LUXIUM-ისთვის გვჭირდება არა უბრალოდ ძლიერი პროგრამისტები, არამედ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფუნდამენტური ტექნოლოგიის არქიტექტურის შექმნა, მათემატიკიდან და კრიპტოგრაფიიდან რეალურ, უსაფრთხო და მასშტაბირებად blockchain infrastructure-მდე.

და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ:

გეგმის ეტაპიდან გადავდივართ მშენებლობის ეტაპზე.

LUXIUM-ის მთავარი ბლოკჩეინ არქიტექტურის მშენებლობა იწყება.

ჩვენი მიზანი მარტივი არ არის.
ჩვენ არ ვაპირებთ როგითი, კიდევ ერთი ჩვეულებრივი blockchain-ის შექმნას.

ჩვენ ვაშენებთ LUXIUM-ს.

Welcome to the team, Vladimir

ლუქსიუმს შემოუერთდა მთავარი ბლოკჩეინ არქიტექტორი