ლუქსიუმს შემოუერთდა ოქსფორდის ბლოკჩეინის ლექტორი

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის Blockchain Strategy Programme-ის მთავარი ტუტორი Simon Bowles უერთდება LUXIUM-ს, როგორც ბლოკჩეინისა და ტოკენომიკის სტრატეგი.

Simon-ს აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება ბლოკჩეინის, ციფრული აქტივების, ვენჩურული კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების მიმართულებით. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ტოკენომიკის მიმართულებას Shardeum-ში — Layer-1 ბლოკჩეინ პროექტში.

LUXIUM-ში Simon უკვე უშუალოდ არის ჩართული White Paper-ის შექმნაში/დახვეწაში და მუშაობს პროექტის ტოკენომიკის, ეკონომიკური მოდელისა და ბლოკჩეინ ეკოსისტემის სტრატეგიულ განვითარებაზე.

ეს იყო ხანგრძლივი და ძალიან პრინციპული გზა. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო საკუთარ სფეროებში გამორჩეული საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაერთიანება ერთი დიდი მიზნის გარშემო.

ლუქსიუმს შემოუერთდა ოქსფორდის ბლოკჩეინის ლექტორი